ფეხბურთი

12:57 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კერიკი “მანჩესტერთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი მაიკლ კერიკი “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს.

33 წლის ფეხბურთელმა სეზონის სტარტი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა შემდეგ “წითელი ეშმაკების” წარმატებულ სვლის ერთ-ერთი მონაწილე გახდა და რეგულარულად თამაშობს.

33 წლის ფეხბურთელს მანჩესტერელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ახალი ხელშეკრულების შემდეგ გუნდში 2015/16 სეზონის ბოლომდე დარჩება. კერიკს ჯამაგირად კვირაში 130 000 გირვანქა ექნება.

კერიკმა ამჟამინდელი კონტრაქტი “იუნაიტედთან” 2013 წელს გააფორმა, ამავე წელს კი მანჩესტერელთა საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მიმდინარე სეზონში კერიკის აქტივში პრემიერლიგაში 9 ჩატარებული მატჩია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114046