ფეხბურთი

12:46 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟერვინიოს ბინა გაუქურდეს

კოტდივუარის ნაკრებისა და “რომას” თავდამსხმელი ჟერვინიო გაქურდეს. ფეხბურთელი სამშობლოში ბრუნდებოდა, როცა ქურდებმა დრო იხელთეს და სახლი დააცარიელეს.

გაქურდული სახლი ფეხბურთელის ძმამ აღმოაჩინა და უმალვე პოლიციას აცნობა. ქურდებმა თავდამსხმელის ბინიდან წაიღეს ძვირფასეულობა, რომელიც ათი ათასი გირვანქა სტერლინგის ტოლფასია.

ჟერვინიო იტალიაში სამშაბათს დაბრუნდება, რათა პოლიციასთან ქურდობის ამბავი გაარკვიოს. ის “რომას” ერთადერთი ფეხბურთელი არაა, ვინც მსგავს დღეში ჩავარდა. რაჯა ნაინგოლანი შობის შემდეგ ლონდონიდან იტალიაში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მისი მანქანა ფლუმიკანოს აეროპორტში გაუქურდავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115362