ფეხბურთი

11:08 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დემბა ბა მწყობრშია

სტამბოლის “ბეშიქთაშის” სენეგალელმა ფორვარდმა დემბა ბამ ფეხის თითის ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა.

29 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ერთად ჩატარებულ 19 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი, ამ დაზიანების გამო თურქეთის თასზე “დემირსპორთან” თამაში გამოტოვა.

აღდგენითი პროცესი დაასრულა თურქული კლუბის კიდევ ერთმა თავდამსხმელმა ჩენკ ტოსუნმა. ვარაუდობენ, რომ დღეს “ქონიასპორის” წინააღმდეგ ორივე ითამაშებს.

0.119098