ლონდონური “ქუინზ პარკ რეინჯერსი” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველს, სკოტ სინკლერს აკვირდება – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ქპრ-ს დამრიგებელს, ჰარი რედნაპს ფლანგების გაძლიერება სურს და სინკლერი ერთ-ერთ სასურველ ვარიანტს წარმოადგენს. ლონდონში გადაბარგების წინააღმდეგი არც 25 წლის ვინგერი უნდა იყოს, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება “ქალაქელთა” შემადგენლობაში. სკოტს მანჩესტერულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 3.5 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
მიმდინარე სეზონში სიკლერმა ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 26 წუთი ითამაშა.