ფეხბურთი

23:13 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ლიხშტაინერით დაინტერესდა

ინგლისური მედიის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინის “იუვენტუსის” მარჯვენა მცველის სტეფან ლიხშტაინერის შეძენას შეეცდება. შვეიცარიელ ფეხბურთელს იტალიურ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მხარეები კი მის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. ლუის ვან გაალი კი 30 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას უფასოდ ეცდება.

სტეფან ლიხშტაინერი “იუვენტუსის” ღირსებას 2011 წლიდან მოყოლებული იცავს და გუნდთან ერთად სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117092