ფეხბურთი

20:16 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” ტორესისთვის მაისური გაამზადა

ბოლო დღეებში ბევრი დაიწერა და ითქვა, “მილანსა” და “ატლეტიკოს” შორის შესაძლო ბარტერის შესახებ. “როსონერის” ფორვარდი ფერნანდო ტორესი მადრიდში გადაბარგდება, ხოლო უკუმიმართულებით “როხიბლანკოს” იტალიელი შემტევი ალესიო ჩერჩი გაემგზავრება. ტრანსფერს მხოლოდ გაოფიციალურება აკლია, თუმცა თუ იტალიურ მედიას დავუჯერებთ, ეს მხოლოდ დროის საკითხია. თავად ჩერჩი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის არც რომელიმე კლუბს შეთანხმებია და არც უარი უთქვამს ვინმეს წინადადებაზე.

პარალელურად კი მადრიდში უკვე გაჩნდა ფერნანდო ტორესის გვარით დამშვენებული “ატლეტიკოს” მაისურები. გარდა ამისა, ფერნანდო ტორესის ძმამ ესპანურ მედიასთან მცირე კომენტარში თქვა, რომ მისი ძმა სახლში დაბრუნებით ბედნიერია.

0.115213