კალათბურთი

18:49 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოვიცკი NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის მერვე ადგილზე გადავიდა

“დალასი” - “ლეიკერსის” (102:98) მატჩში, ტეხასელების გერმანელმა ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ ლოს ანჯელესელებს 14 ქულა ჩაუგდო.

ნოვიცკიმ NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის, “ჰიუსტონის” და “ვაშინგტონის” ყოფილ კალათბურთელს ელვინ ჰეიესს გადაასწრო. ამ უკანასკნელს ნბა-ში 27 313 ქულა აქვს ჩაგდებული, ხოლო დირკს 27 322 ქულა.

ამრიგად, ნოვიცკი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის მე-8 ადგილს იკავებს. გერმანელის მორიგი სამიზნე მოუზის მელოუნის 27 409 ქულაა, რომელის გადალახვასაც, ნოვიცკი სავარაუდოდ ამავე სეზონში მოახერხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117949