ფეხბურთი

15:10 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დემბა ბა ჟირესის გადაწყვეტილებამ გააკვირვა

თურქეთის “ბეშიქთაშის” თავდამსხმელი დემბა ბა აფრიკის ეროვნება თასზე არ ითამაშებს. ასე გადაწყვიტა სენეგალის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალენ ჟირესმა, რომელსაც თავის დროზე საქართველოს ნაკრები გაუწვრთნია.

მწვრთნელის გადაწყვეტილებით ბა უკმაყოფილო დარჩა:

“მწვრთნელმა შემატყობინა, რომ სურს დავისვენო და ტრავმირებული კოჭი მოვირჩინო. ჩემი აზრით, ეს ცოტა უცნაურია, რადგან აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ და თამაში შემიძლია. თუ ჟირესს ვჭირდები, მაშინ ის გაიკითხავდა და გაიგებდა, რომ ფეხი არ მტკივა” – იუწყება ბას სიტყვებს ВВС.

მიმდინარე სეზონში ბამ “ბეშიქთაშის” რიგებში ყველა ტურნირზე 16 გოლი გაიტანა. აფრიკის ეროვნებათა თასის 2015 წლის გათამაშება ეკვატორიულ გვინეაში 17 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120258