საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე მანუჩარ კვირკველიამ 59 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, პარლამენტარმა ვალერი გელაშვილმა 43. ამრიგად, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია უხელმძღვანელებს.
ვალერი გელაშვილი: “ვულოცავ მანუჩარს გამარჯვებას. სპორტში ვრჩები, რადგან როგორც იცით, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ კომიტეტის წევრი ვარ”
რამაზ ნოზაძე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი): “მანუჩარს მთლიანმა ჭიდაობის ოჯახმა მისცა ხმა. კვირკველია ამ მძიმე ტვირთს ისე ატარებს, როგორც ოლიმპიადა მოიგო. დამიჯერეთ, ყველაფერი კარგად იქნება. მთელ საქართველოს ვპირდები, რომ ძალიან ძლიერი ნაკრები და ჭიდაობის ფედერაცია გვეყოლება”.
ირაკლი დოლაბერიძე (სპორტის სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარე): “არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიარა. მანუჩარ კვირკველიამ 59:43 მოიგო. სახელმწიფო ყველაფრს გააკეთებს ჭიდაობის დასახმარებლად. სპორტშიც ასე ხდება, ზოგი იგებს, ზოგი აგებს”