კატალონიური გამოცემა “სპორტი” იუწყება, რომ “ბარსელონას” 23 წლის მცველი მარტინ მონტოია სულ მალე ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება. გამოცემის ცნობით, ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონთან უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი. “იუვე” ესპანელ მცველს იჯარის წესით დაიმატებს შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელს ლუის ენრიკე ნაკლებად სწყალობს. მან პრიმერადივიზიონში მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა.