ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდს” ვთბ-ლიგაში ზედიზედ 10 მატჩი ჰქონდა მოგებული, რასაც მიჯრით 2 მარცხი მიაყოლა და პირველი ადგილიდან მესამეზე დაქვეითდა.
ნოვგოროდელები “ზენიტს” ესტუმრნენ და პირველი ტაიმის შემდეგ მხოლოდ ქულას აგებდნენ, საბოლოოდ კი, 60:80 განადგურდნენ. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 12:06 წუთში 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.
ფაცაციამ 3 სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა. ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართა რიგებში ამერიკელი კალათბურთელები ტრეი ტომპკინსი და ტერენს კინსი გამოირჩნენ, რომელთაც შესაბამისად, 20 და 18 ქულა მოაგროვეს.
“ნიჟნი ნოვგოროდი” მომდევნო მატჩს 5 იანვარს კრასნოიარსკის “ენისეისთან” ჩაატარებს, 26 დეკემბერს კი, ვიქტორ სანიკიძის “უნიკსი” “კრასნი ოკტიაბრს” ესტუმრება.