იტალიური “რომა” ბირმინგემის “ასტონ ვილას” თავდამსხმელს, კრისტიან ბენტეკეს აკვირდება – იუწყება პორტალი Football Italia.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დედაქალაქური კლუბი შესაძლოა მატია დესტრომ დატოვოს, რომლითაც რამდენიმე ძლიერი კლუბია დაინტერესებული. ასეთ შემთხვევაში, “მგლებს” ერთი მაღალი დონის ფორვარდის დამატება აუცილებლად დასჭირდებათ. რუდი გარსიასთვის ბელგიელი მეგოლე ერთ-ერთი სასურველი კანდიდატურაა.
ბენტეკეს “ასტონ ვილასთან” მოქმედი კონტრაქტი 2017-წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 13 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
მიმდინარე პრემიერლიგაში ბელგიელმა 8 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.