ფეხბურთი

17:19 | 25.12.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ტორესის “ატლეტიკოში” დაბრუნება რეალურია

როგორც “სკაი სპორტი” იუწყება, “მილანის” ფეხბურთელ ფერნანდრო ტორესს მშობლიურ კლუბ მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნება სურს. შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოთამაშის აგენტმა გილემ ბალაგმა “სკაი სპორტთან” ისაუბრა.

“ამჟამად ფეხბურთელი “ჩელსის” საკუთრებაშია, თუმცა წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ ტორესის მადრიდში დაბრუნება შესაძლებელია. მით უმეტეს, როცა “ატლეტიკოში” გადასვლის სურვილი თავად ფერნანდოს აქვს”, - აღნიშნა ბალაგმა.

“ვფიქრობ, ტორესს შეუძლია ჩვეულად ათამაშება, ისე როგორც ბენიტესის “ლივერპულში” თამაშობდა. მან უნდა დაიბრუნოს ფეხბურთისადმი სიყვარული, რაც სიმეონეს ხელში რეალური მგონია”, - დაასრულა ტორესის აგენტმა.

ესპანელმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ კლუბში 142 შეხვედრა ჩაატარა და 81 გოლი გატანა შეძლო, თუმცა “ჩელსიში” გადასვლის შემდეგ აშკარად მოუკლო, “მილანში” განათხოვრების წესით გადასულმა კი სასურველი ფორმის დაბრუნება ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065647
სარეკლამო ადგილი - 99
X x X