ფეხბურთი

13:45 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: “რუნის საყრდენზე თამაში კარგად გამოსდის”

“ნიუკასლთან” თამაშის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის უეინ რუნის შესახებ ისაუბრა.

“ასტონ ვილასთან” შეხვედრაში უეინ რუნიმ სიღრმიდან ითამაშა და საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციებს ასრულებდა. მას აქვს უნარი სხვადასხვა პოზიციებზე ითამაშოს, რასაც მივესალმები. რუნის შეუძლია თამაშის კარგად წაკითხვა და უკანდახეული ნახევარმცველის ადგილზე თამაში, რაც “ასტონ ვილასთან” შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა”, - აღნიშნა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.

“მანჩესტერის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა კლუბის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს შობა დღეს დაასვენებს და ოჯახებთან ყოფნის საშუალებას მისცემს, ხოლო “მანჩესტერი” 26 დეკემბერს “ოლდ ტრაფორდზე” “ნიუკასლს” უმასპინძლებს.

0.114463