ფეხბურთი

1:07 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კალიარის” ძოლა დაარიგებს

იტალიური “კალიარის” მთავარი მწვრთნელი ჯანფრანკო ძოლა გახდა. მან ზდენეკ ზემანი შეცვალა, რომლის ხელშიც კლუბი არადამაკმაყოფილებელ შედეგებს აჩვენებდა.

16 ტურის თავზე სარდინიულ კლუბს სერია ა-ში მე-18 ადგილი უკავია და აქტივში მხოლოდ 12 ქულა აქვს.

48 წლის ძოლა მუშაობას 28 დეკემბერს შეუდგება, მისი ასისტენტი კი წარსულში ასევე ცნობილი ფეხბურთელი პიერლუიჯი კაზირაგი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ძოლამ მოთამაშის კარიერა სწორედ კალიარიში დაასრულა.

0.121552