“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ვილია მიიჩნევს, რომ “ოქროს ბურთი” არა მხოლოდ წელს, არამედ ყოველწლიურად, ლიონელ მესის ეკუთვნის.
“მესის მოედანზე ისეთი რამის გაკეთება შეუძლია, რაც სხვას არავის ხელეწიფება. არ მესმის, რა კრიტერიუმებით საზღვრავენ ორგანიზატორები. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, “ოქროს ბურთს” ყოველ წელს მესის მივცემდი.” – აცხადებს ვილია, რომელიც მესის თანაგუნდელი 3 წლის განმავლობაში იყო.