ფეხბურთი

22:28 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩს იანვრის ბოლოს ელიან

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი ლუკა მოდრიჩი მოედანზე იმაზე ადრე დაბრუნდება, ვიდრე ეს დაანონსებული იყო. ამ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

ხორვატმა ნახევარმცველმა მარცხენა ბარძაყის მყესი ნოემბრის შუაში დაიზიანა. თავდაპირველი ინფორმაციით, მის გამოჯანმრთელებას 3 თვე დასჭირდებოდა. თუმცა, თუ მადრიდულ პრესას დავუჯერებთ, მოდრიჩის მკურნალობა დაგეგმილზე უკეთ მიმდინარეობს და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, პრიმერას გასული გათამაშების საუკეთესო ნახევარმცველი მოედანს იანვრის ბოლოსთვის დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.065982
სარეკლამო ადგილი - 99
X x X