მადრიდის “რეალის” ესპანელი მცველი სერხიო რამოსი მიიჩნევს, რომ “ოქროს ბურთს” არა ლიონელ მესი ან მანუელ ნოიერი, არამედ მისი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს.
“ოქროს ბურთი”? მას რონალდუ იმსახურებს. ის გამარჯვებულადაა დაბადებული და ამიტომ, საერთო წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს. როგორც მეგობარს, მისი წარმატება გამიხარდება.
რა თქმა უნდა, საუკეთესო სამეულში მოხვედრა მინდოდა, რადგან მიმაჩნია, რომ შესანიშანვი წელი მქონდა. თუმცა, არჩევანი უკვე გაკეთებულია და ახლა საკუთარ მეგობარსა და თანაგუნდელს ვუქომაგებ.” – ციტირებს რამოსის სიტყვებს Marca.