ფეხბურთი

1:39 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კალიარიში” ძენგას ეპატიჟებიან

იტალიის სერია ა-ს წევრ "კალიარის" მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, ვალტერ ძენგა დაინიშნოს. თუ ასე მოხდა, იტალიელი სპეციალისტი ზდენეკ ზემანს შეცვლის, რომელიც პოსტიდან გუშინ დაითხოვეს.

სარდინიულ კლუბში უპირველეს კანდიდატად სწორედ ძენგას განიხილავენ და მისთვის 1.5-წლიანი კონტრაქტიც აქვთ გამზადებული.

თუკი ვალტერის ვარიანტი არ გამოვიდა, რიგში ჯანფრანკო ძოლა, დავიდე ბალარდინი, ედუარდო რეია და დელიო როსი დგანან.

ისიც ვთქვათ, რომ ბოლო კლუბი, სადაც ძენგა მუშაობდა, არაბეთის გაერთიანებული ემირატების წარმომადგენელი ალ-ჯაზირა გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11905