კალათბურთი

0:06 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის ცსკა-მ მინსკელებს აჯობა

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგაში მე-12 გამარჯვება იზეიმა და ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს.

მოსკოველებმა ბელარუსის ცმოკი-მინსკი მიიღეს და 93:72 გაანადგურეს, ქართველმა კალათბურთელმა კი 19:25 წუთში 1 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მანუჩარმა 3 ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

“არმიელთა” გამარჯვებაში დიდი წვლილი ამერიკელმა ლეგიონერმა სონი უიმსმა დაიდო, რომელმაც 6-ვე სამქულიანი გამოიყენა და 22:18 წუთში 23 ქულა ჩააგდო.

ცსკა-ს მომდევნო შეხვედრა 5 იანვარს, შინ, ტალინის “კალევთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132262