ჩოგბურთი

23:51 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას პირველი გამარჯვება

ინდოეთის ქალაქ პუნეს საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მოთამაშე ოქსანა კალაშნიკოვამ წყვილთა შეჯიბრში პირველი გამარჯვება იზეიმა.

კალაშნიკოვას და უკრაინელი ანასტასია ლაზარევას დუეტი პირველ ნომრადაა განთესილი, ამდენად, მისი წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა.

ოქსანა და ანასტასია ჰოლანდიელ ბურგერს და უკრაინელ კაპშაის ეთამაშებოდნენ და 7:5, 2:0 დაწინაურდნენ, როდესაც მეტოქეებმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს.

მეოთხედფინალში კალაშნიკოვა და ვასილიევა უკრაინელ ბოგოლის და რუს ლეიკინას გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ პუნეშივე ერთეულთა შეჯიბრის მერვედფინალშია გასული საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა, რომელსაც მე-3 განთესვა გააჩნია. ის ძალებს “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელ პრატანა რომპარესთან მოსინჯავს.

0.109668