ფეხბურთი

22:39 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნავასი კონკაკაფის საუკეთესო ფეხბურთელია

კოსტა რიკის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მეკარე კეილორ ნავასი კონკაკაფის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. კონკაკაფის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნავასმა მის თანამემამულეს ბრაიან რუისს აჯობა. სამეულში მოხვდა აშშ-ს ნაკრებისა და “ევერტონის” კარის დარაჯი ტიმ ჰოვარდი.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე კოსტა რიკის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჰოლანდიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. ნავასმა მუნდიალზე ჩატარებულ ხუთ მატჩში ორი გოლი გაუშვა, ასევე ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა რუისმა.

ჰოვარდმა წლევანდელ მუნდიალზე ოთხი მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაუშვა, მისმა გუნდმა კი ბრაზილიაში მერვედფინალურ ეტაპზე გააღწია, სადაც ბელგიასთან დამატებით დროში წააგო.

0.125001