ფეხბურთი

17:54 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერესო ტორესის “ატლეტიკოში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკე სერესო ამჟამად “მილანში” მოთამაშე ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის გუნდში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

“ტორესის ტრანსფერი გადაწყვეტილიო არაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარიგება არ მოხდება.

შესანიშნავი გუნდი გვყავს, თუმცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება შეგვიძლია.

პრიმერაში, ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე მოგებისთვის ვიბრძოლებთ.” – განაცხადა “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა.

ფერნანდო ტორესი “ატლეტიკოს” სკოლის აღზრდილია. მადრიდელთა პირველ გუნდში ის 2001-2007 წლებში თამაშობდა. ესპანური კლუბის მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში ტორესმა 91 გოლი გაიტანა.

0.116337