იტალიის სერია A-ს ბინადარ “კალიარის” ამიერიდან გამოცდილი ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ საიტზე დაიწერა.
“დღეიდან ზდენეკ ზემანი “კალიარის” მთავარი მწვრთნელი აღარაა. გუნდი მადლობას უხდის ზემანს და მის თანაშემწეებს ამ თვეებში გაწეული სამუშაოსთვის”, - წერია გუნდის ვებგვერდზე.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს სარდინიის გუნდს. მთავარი ფავორიტი ვალტერ ძენგაა, თუმცა ასევე სახელდება ჯანფრანკო ძოლას კანდიდატურაც.
ზემანმა “კალიარი” მიმდინარე სეზონის წინ ჩაიბარა. იტალიის ჩემპიონატში გუნდი 16 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება.