იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იტალიის ჩემპიონატის 2015/16 წლების სეზონის ცხრილით განრისხებულია.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაამტკიცა მომავალი სეზონი სტარტის და ბოლო ტურის თარიღი. იტალიის ჩემპიონატის 2015/16 წლების სეზონის ბოლო ტური 22 მაისს დასრულდება, მაშინ როცა სხვა წამყვანი ქვეყნების ჩემპიონატები 10 დღით ადრე დაასრულდება. სწორედ ამან გამოიწვია კონტეს გაღიზიანება.
საფრანგეთში გასამართი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი სტარტს 10 ივნისს აიღებს, შესაბამისად კონტეს იტალიის ნაკრების მოსამზადებლად სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ნაკლები დრო ექნება.