ჩოგბურთი

14:51 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ პუნეს ტურნირზე პირველი წრე დასძლია

ინდოეთის ქალაქ პუნეში მინდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველი გამარჯვება იზეიმა სოფო შაფათავამ.

მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ხორვატ სილვია ნჯირიჩთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და 6:3, 3:6, 6:4 მოიგო.

მერვედფინალში სოფოს მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელი პრატანა ტომბარე იქნება, ამდენად, ქართველს წინსვლის კარგი შანსი აქვს.

წყვილებში შაფათავამ და რუსმა მარგარიტა ლაზარევამ, რომელთაც მე-4 განთესვა გააჩნდათ, საწყის რაუნდში ინდურ დუეტთან (ბალუუ-ტომბარე) 2:6, 6:2, 4:10 წააგეს.

წყვილებშივე პირველი რეიტინგის მქონე ოქსანა კალაშნიკოვა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა ჰოლანდიელ ბურგერს და უკრაინელ კაპშაის ეთამაშებიან.

თურქეთის ქალად სტამბულში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს მალევე დაემშვიდობა მარიამ ბოლქვაძე. ერთეულებში ქართველმა ჩოგბურთელმა მე-6 ნომრად განთესილ თურქ მელის სეზერთან 6:0, 2:6, 2:6 წააგო.

წყვილებში ბოლქვაძე და თურქი ინჩი ოგუტი მასპინძელთა დუეტს (ჰულია და ლუტფი ესენები) ვერ გაუმკლავდნენ – 1:6, 0:6.

0.125913