ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და “ორლანდო სიტის” შემტევი რიკარდო კაკა მიიჩნევს, რომ მას “სელესაოსთვის” სარგებლობის მოტანა ჯერ კიდევ ძალუძს.
“შემიძლია ბრაზილიის ნაკრებს დავეხმარო. რა თქმა უნდა, მხედველობაში გრძელვადიანი პერიოდი არ მაქვს. შემიძლია “სელესაოს” დახმარება ამხანაგურ მატჩებსა და კოპა ამერიკაზე გავუწიო. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შემიძლია პროგრესი და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა”, - განაცხადა 2007 წლის მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელმა.
ბოლოს 32 წლის ნახევარმცველი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების რიგებში 2013 წლის 25 მარტს რუსეთის წინააღმდეგ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში გამოჩნდა. დუნგამ ბრაზილიელი ნაკრებში 2014 წელს დააბრუნა და კაკამ არგენტინასთან და იაპონიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩებში მოედანზე ჯამში 22 წუთი გაატარა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.