ფეხბურთი

13:30 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიკომ “ბილბაოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

30 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა მიკელ რიკომ ბილბაოს “ატლეტიკთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, რიკოს გამოსასყიდი თანხა 35 მილიონ ევროს შეადგენს. ესპანელი საყრდენი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება კი 8 მილიონ ევროს შეადგენს.

რიკო ბასკებს გასული სეზონის სტარტამდე “გრანადადან” შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ესპანელმა 26 მატჩი ჩაატარა და თავი თითო-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.107375