ფეხბურთი

12:25 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდი” მეორე წრისთვის მზადებას შეუდგა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ, პირველად “ზუგდიდი” შეიკრიბა, რომელსაც ბესიკ შეროზია ხელმძღვანელობს.

პირველი გუნდის ადგილობრივი მოთამაშეები და დუბლშემადგენლობა წლის ბოლომდე “ბაიას” ბაზაზე ივარჯიშებენ, ხოლო 30 დეკემბერს ერთმანეთში ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ. სრული შემადგენლობით “ზუგდიდი” 5 იანვარს შეიკრიბება. გუნდში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, მაგრამ შეროზიას ჯერჯერობით წამსვლელ-მომსვლელთა ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

“ვარჯიშების ადრეულად დაწყება განპირობებულია იმ მოტივით, რომ მომზადებისთვის საკმაოდ დიდი დრო გვაქვს, რომელიც მაქსიმალურად გვინდა გამოვიყენოთ. კარგად იცით, რომ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყება ფორსმაჟორში მოგვიწია და ამის შედეგად, გუნდი რთულ სიტუაციაშიც აღმოჩნდა. ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად მომზადებას შევუდექით და ამ ფეხბურთელებს მომავალი წლის, დასაწყისში ახლებიც შეუერთდებიან. ამ ეტაპისთვის 6-7 პერსპექტიულ მოთამაშეზეა საუბარი, რომლებიც გუნდს უდავოდ გააძლიერებენ. თუმცა, ამ ეტაპისთვის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს ამ მხრივ, რაც დადებით მუხტს იძლევა. 12 იანვრიდან გუნდი ზუგდიდში ორჯერად ვარჯიშებზე გადავა” – განაცხადა შეროზიამ “ზუგდიდის” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

0.120979