“მანჩესტერ სიტი” მზადაა ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ კევინ დე ბრუინის სანაცვლოდ “ვოლფსბურგს” 30 მილიონი გირვანქა გადაუხადოს.
23 წლის ფეხბურთელი ერთხელ უკვე თამაშობდა პრემიერლიგაში, მაგრამ ლონდონის “ჩელსის” შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და 18 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ “ვოლფსბურგში” გადავიდა.
The Telegraph-ის ცნობით, “სიტი” ძლიერაა დაინტერესებული დე ბრუინის პერსონით, კარგად ესმით “ვოლფსბურგის” ფინანსური მდგომარეობა და სწორედ ამიტომ პირველსავე შეთავაზებისას გერმანელებს 30 მილიონს სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს მსგავსი ურთიერთობის გამოცდილება უკვე აქვთ - 2011 წელს ინგლისელებმა “ვოლფსბურგისგან” ედინ ჯეკო შეიძინეს.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში დე ბრუინმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა - ამ უკანასკნელი მაჩვენებლით ბელგიელს გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში კონკურენტი არ ჰყავს.