ფეხბურთი

11:40 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” ტორესის ჩერჩიში გაცვლა უნდა

“მილანი” მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებას აწარმოებს და მას იტალიელი ნახევარმცველის - ალესიო ჩერჩის ესპანელ ფორვარდ ფერნანდო ტორესში გაცვლას სთავაზობს.

The Guardian-ის ცნობით, იტალიელები 30 წლის ესპანელით, რომელიც ლონდონის “ჩელსიდან” ორწლიანი განათხოვრების წესით დაიმატეს, უკმაყოფილონი არიან და მისი გაშვება უნდათ. მათ ინგლისელებს ტორესის დაბრუნება შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

“ატლეტიკოსთან” შეთანხმებას ხელი შესაძლოა ფერნანდოს მაღალმა ანაზღაურებამ შეუშალოს - 150 ათასი გირვანქა კვირაში. გარდა ამისა, ტორესთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება “ჩელსისთან” უნდა იყოს შეთანხმებული.

ტორესმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. თავის მხრივ, 27 წლის ჩერჩი პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ერთხელაც ვერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში, 6-ჯერ ითამაშა შეცვლაზე და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130581