კატალონიური “ბარსელონა” ახალგაზრდა ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმართან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
Sport.es-ის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2018 წელს ეწურება, მაგრამ კატალონიელები მისი 2020 წლამდე გაგრძელებას გეგმავენ და ნეიმარის მამასთან მოლაპარკების პროცესი უკვე დაიწყეს.
“ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ საკუთარ თავს სასიკეთო ცვლილებს ატყობს თავად ბრაზილიელი: “მშვიდი გავხდი, რაც ვფიქრობ, ასაკთან უნდა იყოს კავშირში. ვიზრდები. ბოლო თვეებია საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყე. რეგულარულად და უკეთ ვიკვებები, რის შედეგადაც 4-5 კილოგრამი მოვიმატე”.
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში ნეიმარმა 11 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.