კალათბურთი

2:17 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის გარეშე

ვთბ-ლიგაში ვიქტორ სანიკიძის “უნიკსი” რუსულსავე “ხიმკის” ესტუმრა და 56:80 განადგურდა, ქართველი კალათბურთელი კი ყაზანელთა განაცხადში ერთადერთი გახლდათ, ვინც მოედანზე არ გამოჩენილა.

სტუმართა რიგებში საუკეთესო 19 ქულით კიტ ლენგფორდი იყო, ხიმკელებს კი 16 ქულით კიდევ ერთმა ამერიკელმა ტაირიზ რაისმა ულიდერა, რომელიც გასულ სეზონში ევროლიგის მომგებ თელ-ავივის “მაკაბიში” ბრწყინავდა.

“უნიკსი” 7 მოგებით და 4 მარცხით ვთბ-ლიგაში მე-4 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 26 დეკემბერს ვოლგოგრადში “კრასნი ოკტიაბრთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118977