ფეხბურთი

18:55 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ილიჩევეცი” და ლევან მახარაძე გაიყარნენ

ლევან მახარაძემ უკრაინული საფეხბურთო კლუბი მარიუპოლის “ილიჩევეცი” დატოვა. ამის შესახებ მარიუპოლელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

21 წლის მახარაძე, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია, მარიუპოლელთა პირველ გუნდში განაცხადში იყო, მაგრამ გამოსვლა ახალგაზრდულ გუნდში უწევდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი წარმოშობით ქართველია, მაგრამ უკრაინის მოქალაქეა.

აქვე გეტყვით, რომ “ილიჩივეცში” 19 წლის ზურაბ ოჩიგავა გამოდის, რომელსაც ასევე უკრაინული პასპორტი აქვს და მიმდინარე სეზონში პირველ გუნდში 4 მატჩი ჩაატარა.

0.135931