ფეხბურთი

14:39 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამო” ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა

ზურაბ ხიზანიშვილს თბილისის “დინამოსთან” კონტრაქტი ამოეწურა და ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს. 33 წლის გამოცდილი მცველი თბილისელებს შემოდგომაზე შეუერთდა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პირველ წრეში 4 მატჩი ჩაატარა.

“დინამოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ხიზანიშვილის გარდა, თბილისელებთან ხელშეკრულებები მეკარე ომარ მიგინეიშვილსა და ნახევარმცველ ირაკლი ძარიას დაუმთავრდათ. 30 წლის გოლკიპერმა პირველ წრეში 14 შეხვედრა ითამაშა, ხოლო 26 წლის ძარიამ 13 თამაშში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.

“დინამო” 21 წლის მცველ დავით საჯაიას (3 თამაში), 22 წლის უკანახაზელს გიორგი მჭედლიშვილსა (6 თამაში) და 23 წლის ფორვარდ ნიკა საბანაძეს (12 თამაშში 5 გოლი) დაემშვიდობა. კლუბმა და ფეხბურთელებმა თანამშრომლობა შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114054