გასულ უიკენდზე თითქმის ყველა საინტერესო პირველობის ბოლო ტური გაიმართა 2014 წელს. ზოგიერთ ჩემპიონატში მთლიანად დასრულდა პირველი წრე, ზოგსაც ბევრი აღარაფერი უკლია.
ცნობილმა საერთაშორისო გამოცემამ – Goal.Com-მა, არასრული პირველი წრის (ლა ლიგაში 3 ტურში სრულდება I წრე) მიხედვით ესპანეთის ჩემპიონატის იმედგაცრუებათა სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი მოხვდა.
“შავ სიაშია” “ვალენსიას” ახალგაზრდა შემტევი როდრიგო მორენო, რომელიც 30 მილიონ ევროდ იყიდა “ლოს ჩემ”, მაგრამ ჯერჯერობით გაცემული ავანსების გამართლება უჭირს. სიმბოლურშია “სოსიედადის” ნიჭიერი ნახევარმცველი სერხიო კანალესი და პორტუგალიური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე იმედმომცემი მოთამაშე, დეპორტივოელი ივან კავალიერო.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, პირველობა არავის დაუთმო ხოაკინ კაპაროსმა, რომლის გაწვრთნილ “გრანადას” მე-4 ტურის შემდგომ არ მოუგია და გასავარდნ ზონაშია.
ესპანური იმედგაცუებათა სიმბოლური ასეთია:
მეკარე: ხერმან ლუქსი (“დეპორტივო”);
მცველები: დიმიტრი ფოლქიერი (“გრანადა”), ანხელ ტრახილიო, სებასტიან დუბარბიერი (ორივე “ალმერია”), ლუკას ვინტრა (“ლევანტე”);
ნახევარმცველები: მანუელ იტურა (“გრანადა”), პაბლო სარაბია (“ხეტაფე”), სერხიო კანალესი (“სოსიედადი”);
თავდამსხმელები: როდრიგო მორენო (“ვალენსია”), ივან კავალიერო (“დეპორტივო”), ტომერ ჰემედი (“ალმერია”);
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი(“გრანადა”).