კალათბურთი

13:29 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის “ტორერორის” მე-7 გამარჯვება

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” “სან დიეგო ქრისჩენთან” მატჩი 71:61 მოიგო და 5 მარცხის წილ მე-7 გამარჯვება იზეიმა, თანაც, ეს, ქართველი კალათბურთელის კლუბის ზედიზედ მე-3 წარმატებული მატჩი გახლდათ.

სანაძემ მოედანზე 11 წუთი გაატარა და 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. დუდამ 3-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

“ტორეროსი” მომდევნო მატჩს 27 დეკემბერს “პორტლენდთან” ჩაატარებს.

0.112009