ფეხბურთი

2:43 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალჩო საშობაოდ ლამაზად დაგვემშვიდობა

იტალიის სერია A საშობაო არდადეგებზე გავიდა. 2014 წლის ბოლო ტური საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. ლიდერთა რბოლაში სხვაობა სამ ქულამდე გაიზარდა. ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლა უფრო დაიძაბა. მე-16 ტურში მრავლად გავიდა ისეთი სილამაზის გოლი, რომელთა ნახვა აუცილებლად ღირს.

ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი მილანის “ინტერსა” და რომის “ლაციოს” შორის დრამატული და კარგი სანახავი გამოდგა. სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, თუმცა “ნერაძურიმ” შეხვედრის გადარჩენა მოახერხა. ანგარიში “ლაციალემ” მეორე წუთზე გახსნა. ბრაზილიელმა ფელიპე ანდერსონმა ბურთის საჯარიმოში კარგად დაამუშავა, ორ მცველს აურა გვერდი და თავისიანები წინ გაიყვანა. 37-ე წუთზე კი სტეფანო პიოლის შეგირდებმა ფანტასტიკურად გაითამაშეს კონტრშეტევა, რომელიც დიდებულად ისევ ანდერსონმა დააგვირგვინა. მეორე ნახევარში მილანელები გარდაიქმნენ და ორი გოლი გაიტანეს. ჯერ ხორვატმა მატია კოვაჩიჩმა საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ფედერიკო მარკეტის კარში და ულამაზესი გოლი გაიტანა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი თავის როდრიგო პალასიომ გამოიჩინა, ვინაც დანილო დ’ამბროზიოს კარგი თამაშის შემდეგ ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. მოპოვებული ქულის მიუხედავად “ინტერი” ისევ პირველ ათეულს მიღმაა, “ლაციომ” კი წელი 27 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.

მე-16 ტურის ბოლო სათამაშო დღე ვერონული დერბით დაიწყო. დერბი ყოველთვის საინტერესო და დაძაბული გამოდის და გამონაკლისი არც ეს მატჩი ყოფილა. შეხვედრამ ფიცხელ ბრძოლაში ჩაიარა და მისი ბედი შეხვედრის მიწურულს გატანილმა ერთმა გოლმა გადაწყვიტა. 81-ე წუთზე ნომინალურმა სტუმრებმა, “კიევოს” ფეხბურთელებმა სამი ქულის მომტანი გოლის გატანა შეძლეს. ალბერტო პალოსკიმ მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ საჯარიმოში ყველას აჯობა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. ამ გამარჯვებით “მფრინავმა ვირებმა” მე-16 ადგილზე აინაცვლეს, ხოლო “ვერონა” ერთი პოზიციით ზემოთ იმყოფება.

ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ბერგამოში გაიმართა, სადაც “ატალანტამ” “პალერმო” მიიღო. სიცილიელები მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ, თუმცა მატჩის ბოლოს 3 ქულა ხელიდან გაუშვეს. ანგარიში მე-6 წუთზე ლუკა რიგონიმ გახსნა, რომელსაც გატანილი გოლი ძალზე ეფექტური გამოუვიდა. 10 წუთში ვასკესის წყალობით კუნძულელები 2 ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. ეს გოლი პირველზე უკეთესი გამოდგა. მასპინძლებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს, ხოლო კონტრშეტევაზე შესანიშნავად ითამაშა ვასკესმა, რომელმაც მეკარე სპორტიელოს ბურთი 25 მეტრიდან თავზე ლამაზ სტილში გადაუგდო. მე-40 წუთზე ხერმან დენისმა თერთმეტმეტრიანით ერთი ბურთი გაქვითა. თუმცა “პალერმო” შესვენებაზე მაინც 2 ბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა. 45-ე წუთზე კი ვასკესმა დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარი “ატალანტას” უპირატესობით წარიმართა და მათ თამაშის გადარჩენა შეძლეს. თავდაპირველად, 55-ე წუთზე მაქსი მორალესმა იხეირა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, დენისმა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა. “პალერმომ” ამ ფრით წაუგებელი სერია გააგრძელა, ხოლო ბერგამოელები გასავარდნ ზონასთან ერთ ნაბიჯში არიან.

ტოსკანური დერბი გაიმართა ფლორენციაში, სადაც “ფიორენტინამ” “ემპოლის” უმასპინძლა. მასპინძლები ფავორიტად მიიჩნეოდნენ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს. ანგარიში შორეული და ლამაზი დარტყმით ფლორენცილეთა პერუელმა ნახევამრცველმა ხუან ვარგასმა გახსნა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით დაარტყა. ლევან მჭედლიძის თანაგუნდელებმა წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისში აღადგინეს. თავი ლორენცო ტონელიმ გამოიჩინა, რომელმაც საჰაერო ორთაბრძოლის დროს სტევან სავიჩს დაასწრო. შეხვედრაც საბოლოოდ ფრედ – 1:1 დასრულდა. ქართველი ლევან მჭედლიძე მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა და თავი მატჩის მიწურულს მეტოქე ფეხბურთელებთან შელაპარაკებით გამოიჩინა.

კვლავ არ წააგო გენუის “სამპდორიამ”. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა “უდინეზე” მიიღო და უკან ქულა გაატანა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მე-15 წუთზე თავი ესპანელმა ობიანგმა გამოიჩინა. “სამპას” ნახევარმცველმა გატანა ანჯელო პალომბოსა და სტეფანო ოკაკას კარგი თამაშის შემდეგ შეძლო. ანდრეა სტრამაჩონის გუნდმა დაწინაურება პირველივე ტაიმში მოახერხა. ჯერ 31-ე წუთზე გეიხომ აღადგინა სტატუსქვო, ხოლო 3 წუთში ცენტრალურმა მცველმა დანილომ კუთხურის დროს თავით იხეირა. “დორიამ” მეორე ტაიმში გაათანაბრა. მე-60 წუთზე გუნდის ლიდერმა მანოლო გაბიადინიმ ლორენცო დე სილვესტრის კარგი გადაცემა შეირგო. “სამპდორია” 16 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ისევ ერთი მარცხით იწონებს თავს, ასეთი შედეგი კი მხოლოდ ტურინის “იუვენტუსს” აქვს.

როგორც იქნა მოიგო “ტორინომ”. არადა, შეხვედრა “ხარებისთვის” ცუდად დაიწყო. 42-ე წუთზე “ჯენოა” იაგო ფალკემ წინ გაიყვანა. პირინეელმა შემტევმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად და რაც მთავარია ზუსტად დაარტყა. მასპინძლებს შეხვედრის გმირად პოლონელი კაპიტანი კამილ გლიკი მოევლინა, რომელმაც მეორე ნახევარში დუბლი შეასრულა. შეტევაში ჩართული გლიკი მცველებს ზურგს უკან გაეპარა და ფეხით გაიტანა, ხოლო შემდეგ უკვე მეკარის მოგერიებულ ბურთს თავი შეაგება და ცარიელ კარში ზუსტად გადაგზავნა. მოპოვებული გამარჯვებით ვენტურას შეგირდებმა 17 ქულა მოაგროვეს. “ჯენოა” კი 26 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

კალჩოს მე-16 ტურის 10 შეხვედრაში 28 გოლი გავიდა. ორ-ორი მატჩი მასპინძლებმა და სტუმრებმა მოიგეს, ხოლო 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

იტალიის ჩემპიონატი გულშემატკივრებს 2015 წლამდე დაემშვიდობა. სერია A 6 იანვარს განახლდება.

“ვერონა” – “კიევო” 0:1 (0:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

“ვერონა” (3-5-2): ბენუსი; როდრიგესი, მარკესი, მორასი; მარტიჩი (გონსალესი 44), ჰალფრედსონი (სავიოლა 85), ლაზაროსი, ტაკჩიდისი, ბრივიო; ნენე, ტონი (ლოპესი 69)

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი (დაინელი 74), ჩეზარი, ძუკანოვიჩი; ჰეტემაი, რადოვანოვიჩი, იცკო, ბირსა (სკელოტო 58); პალოსკი, მეჯორინი (პელისიერი 64)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლი: 0:1 პალოსკი (81)

გაფრთხილება: მარტიჩი (28), ტაკჩიდისი (43), მარკესი (44) - რადოვანოვიჩი (43), პალოსკი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (1) - 9 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:4 გაფრთხილება: 3:2

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“ატალანტა” – “პალერმო” 3:3 (1:3)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

“ატალანტა” (4-3-1-2): სპორტიელო; ძაპაკოსტა, ბენალუანე, სტენდარდო, დრამე; ბაზელი (გომესი 57), კარმონა, ჩიგარინი; მორალესი; ბოაჩი (ბიანკი 46), დენისი (დ’ალესანდრო 83)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ანდელკოვიჩი, მუნიოსი, გონსალესი; მორგანელა, მარესკა (ბელოტი 90), ბარეტო (დელა როკა 69), რიგონი (ბოლცონი 75), ლაზაარი; დიბალა, ვასკესი

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

გოლები: 0:1 რიგონი (6), 0:2 ვასკესი (16), 1:2 დენისი (40, პენ), 1:3 ვასკესი (45), 2:3 მორალესი (55), 3:3 დენისი (76)

გაფრთხილება: ბენალუანე (20), ბაზელი (25), კარმონა (64), ბიანკი (80), ჩიგარინი (84) - გონსალესი (33), დელა როკა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) - 12 (7) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:6 გაფრთხილება: 3:5

მსაჯი: დანიელე ორსატო

“ფიორენტინა” – “ემპოლი” 1:1 (1:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

“ფიორენტინა” (3-5-2): ნეტო; როდრიგესი, სავიჩი, ბასანტა; კუადრადო, პიზარო, მატი ფერნანდესი, ბორხა ვალერო, ვარგასი (ალონსო 82); ხოაკინი (აკვილანი 67), გომესი (ელ ჰამდაუი 82)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰიჟაი, ტონელი, რუგანი, მარიო რუი; სინიორელი, კროჩე, ვალდიფიორი; ვერდი (ზიელინსკი 55); მაკარონე (მჭედლიძე 72), ტავანო (პუჩიარელი 61)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 1:0 ვარგასი (45), 1:1 ტონელი (57)

გაფრთხილება: ელ ჰამდაუი (88), ბორხა ვალერო (90), აკვილანი (90) - მაკარონე (32), პუჩიარელი (90), ზიელინსკი (90), ვალდიფიორი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) - 9 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 11:3 გაფრთხილება: 3:4

მსაჯი: კარმინე რუსო

“სამპდორია” – “უდინეზე” 2:2 (1:2)

გენუა, “მარასი”

“სამპდორია” (4-3-3): რომერო; დე სილვესტრი (კაჩატორე 89), გასტალდელო, რეჯინი, მესბა; ობიანგი (ბერგეზიო 81), პალომბო, სორიანო; გაბიადინი, ოკაკა, ედერი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ჰეტრო; ვიდმერი, პინცი, ბადუ, კონე, პასკუალე (სილვა 74); ტერო (დი ნატალე 88), გეიხო (ფერნანდესი 81)

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი

გოლები: 1:0 ობიანგი (15), 1:1 გეიხო (31), 1:2 დანილო (34), 2:2 გაბიადინი (60)

გაფრთხილება: სორიანო (18), გაბიადინი (36), ედერი (86) – ვიდმერი (22), ჰეტრო (43, 88), პასკუალე (66), პინცი (90), კონე (90)

გაძევება: ჰეტრო (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (5) - 8 (5) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 13:5 გაფრთხილება: 3:6 გაძევება: 1:0

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ტორინო” – “ჯენოა” 2:1 (0:1)

ტურინი, “ოლიმპიკო”

“ტორინო” (3-5-2): ჟილე; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; დარმიანი, გაცი, ფარნერუდი (ვივესი 83), ელ კადური, მოლინარო (პერესი 59); მარტინესი, ამაური (კვალიარელა 68)

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ჯენოა” (3-5-2): ლამინა; ბურდისო, რონკალია, მარკეზე; როზი, რინკონი, სტურარო, ბერტოლაჩი, ანტონელი; იაგო ფალკე, მატრი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 იაგო ფალკე (42), 1:1 გლიკი (52), 2:1 გლიკი (63)

გაფრთხილება: მორეტი (19) – იაგო ფალკე (15), ბურდისო (33), რინკონი (36), მარკეზე (55)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) - 12 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:4 გაფრთხილება: 1:4

მსაჯი: დინო ტომაზი

“ინტერი” –“ლაციო” 2:2 (0:2)

მილანი, “სან სირო”

“ინტერი” (4-4-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო (კამპანიარო 90), რანოკია, ჟუან ჟეზუსი, ნაგატომო; გუარინი (ბონაცოლი 76), კოვაჩიჩი, კუჟმანოვიჩი, დოდო (მედელი 46); პალასიო, იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ლაციო” (4-3-2-1): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, სანა, რადუ; ლედესმა (გონსალესი 82), პაროლო, ლულიჩი (ონაცი 64); მაური, ანდერსონი; კლოზე (ჯორჯევიჩი 56)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 ანდერსონი (2), ანდერსონი (37), 1:2 კოვაჩიჩი (66), 2:2 პალასიო (80)

გაფრთხილება: დ’ამბროზიო (50) - ანდერსონი (18), ლულიჩი (31), კლოზე (32), გონსალესი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (7) - 5 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 9:0 გაფრთხილება: 1:4

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 10 გოლი, ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) – 8, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 8, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 8, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 8, პაულო დიბალა (“პალერმო”) -7, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 7.

თეგებისერია A
0.158585