ფეხბურთი

11:23 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილასს "რეალში" 700 მატჩი დაუგროვდა

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, არგენტინული “სან ლორენცოს” წინააღმდეგ, “რეალის” კარს 33 წლის იკერ კასილასი იცავდა. ესპანელმა “რეალის” შემადგენლობაში მეშვიდასედ ითამაშა და გახდა კლუბის მესამე ფეხბურთელი, ვინც ამ ზღვარს მიაღწია რაულისა (741 მატჩი) და მანუელ სანჩისის (711 მატჩი) შემდეგ.

“2014 წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებმა უღიმღამოდ ითამაშა, სუპერთასი კი “ატლეტიკოსთან” წავაგეთ, მაგრამ დღეს ამ გამარჯვებით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ჩემს ტიტულებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიოობა აკლდა. მე კვლავ მინდა საუკეთესო ვიყო, ამაში კი კეილორ ნავასთან კონკურენცია მეხმარება. ახლა გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ “რეალი” 2015 წელსაც კონცენტრირებული უნდა იყოს, რათა სეზონი დაუვიწყარი გახადოს.”- კასილასის სიტყვებს Spanish Football ციტირებს.

“რეალმა” ფინალში “სან ლორენცო” 2:0 დაამარცხა. გოლები: 1:0 რამოსი (37), 2:0 ბეილი (51)

0.127878