ფეხბურთი

1:58 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დედაქალაქში მშვიდობიანად დაშორდნენ

იტალიის ჩემპიონატი 2015 წლამდე გვემშვიდობება. კიდევ ერთი სათამაშო დღე და სერია A საშობაო არდადეგებზე გავა. მანამდე კი მე-16 ტურში “რომამ” “მილანი” მიიღო, ხოლო “სასუოლო” “ჩეზენას” დაუხვდა.

იტალიის სერია A-ს 2014 წლის ბოლო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს “რომა” და “მილანი” დაუპირისპრიდნენ. ამ სეზონში გუნდებს განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ, თუ რომაელები სკუდეტოს უმიზნებენ, მილანელებს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა სურთ. შეხვედრას დაძაბულობა მთელი თამაშის მიმდონარეობისას ეტყობოდა, რაც გუნდებს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმის წარმოჩენაში ხელს უშლიდა. რომაელებმა შეხვედრის ბოლო 20 წუთი რიცხობრივ უპირატესობაში გაატარა, თუმცა ფილიპო ინძაგის გუნდმა ანგარიშის შენარჩუნება შეძლო და იტალიის დედაქალაქიდან მნიშვნელოვანი ქულის წამოღება მოახერხა. “რომამ” კი დაკარგული ორი ქულის შემდეგ ლიდერ “იუვენტუსთან” ერთ ქულამდე მიახლოების შანსი დაკარგა. “მილანი” მოპოვებული ერთი ქულით კი ისევ მე-7 პოზიციაზე დარჩა.

იტალიის სერია A-ს მე-16 ტური მეორე სათამაშო დღე “სასუოლოსა” და “ჩეზენას” შეხვედრით დაიწყო. მასპინძლები ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში იმყოფებოდნენ და სამი ქულის მოპოვებას გეგმავდნენ, ხოლო “ჩეზენას” გამარჯვება ენატრებოდა და იმედოვნებდნენ, რომ უსიამოვნო ტრადიციას რეჯიო ემილიაში დაარღვევდნენ. თუმცა ორივე გუნდს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. შეხვედრის მიმდინარეობისას “სასუოლო” უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გამარჯვებას მაინც ვერ მიაღწია. ანგარიში 76-ე წუთზე სიმონე ძაძამ გახსნა, რომელმაც ზუსტად შეასრულა თერთმეტრიანი დარტყმა. სტუმრებმა ქულის გადარჩენა შეხვედრის ბოლო წუთზე მოახერხეს. თავი მარჯვენა მცველმა ზე ედუარდომ გამოიჩინა. მოპოვებული ქულით “სასუოლო” 12 ადგილზეა, 20 ქულით, ხოლო “ჩეზენა” ისევ ბოლოსწინა პოზიციაზეა. მათ აქტივში მხოლოდ 9 ქულაა.

“სასუოლო” – “ჩეზენა” 1:1 (0:0)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

“სასუოლო” (4-3-3): პომინი; ვრსიალკო, აჩერბი, ტერანოვა, პელუზო; მანიანელი, მისიროლი, ტაიდერი (ფლოკარი 69); ბერარდი (ბიონდინი 72), ძაძა, ფლორო ფლორესი (სანსონე 62)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ჩეზენა” (3-5-2): ლეალი; ლუკინი (სუჩი 79), მაგნუსონი, კაპელი; ზე ედუარდო, კაშონე, ჯორჯი, კარბონერო (ბრიენცა 46), მაძოტა; დეფრელი, ალმეიდა (როდრიგესი 80)

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო

გოლები: 1:0 ძაძა (76, პენ), 1:1 ზე ედუარდო (90)

გაფრთხილებები: პელუზო (53), ბერარდი (59), მისიროლი (88), მანიანელი (90) – დეფრელი (10)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (10) - 6 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 12:6 გაფრთხილებები: 4:1

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“რომა” – “მილანი” 0:0 (0:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი (ტოროსიდისი 81), მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი; კეიტა, დე როსი (დესტრო 74), ნაინგოლანი; ფლორენცი (ლიაიჩი 66), ტოტი, ჟერვინიო

მწვრთნელი: რუდი გარსია

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; ბონერა, ძაპატა, მექსე, არმერო; პოლი (მუნტარი 81), მონტოლივო, დე იონგი; ჰონდა (ალექსი 73), მენეზი (ელ შაარავი 88), ბონავენტურა

გაფრთხილებები: მაიკონი (60), ფლორენცი (64), დე როსი (74), დესტრო (86) - არმერო (39, 70), დე იონგი (68), მექსე (86)

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) - 9 (7) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 10:2 გაფრთხილებები: 4:4

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 10 გოლი, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 8, ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) – 8, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 8, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 8, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 7, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 7.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138096