ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარემ ჯო ჰარტმა "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
29 წლის ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების მიხედვით კვირაში ხელფასის სახით 120 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
ინგლისელთა გოლკიპერი მანჩესტერულ გუნდში 2006 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ ჰარტმა "სიტის" მაისურით 276 შეხვედრა ჩაატარა. მიმდინარე სეზონში მეკარემ 21 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაუშვა.