ფეხბურთი

16:21 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მონქი: "სუონსი" ერთ კაცზე არაა დამოკიდებული"

ინგლისის პრემიერლიგის მონაწილე უელსური "სუონსის" თავკაცი გარი მონქი აღნიშნავს, რომ მისი გუნდი ერთი ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული და წარმატებული თამაში სხვა მოთამაშეებსაც შეუძლიათ.

ბუნებრივია მონქმა განცხადებაში კოტდივუარის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ვილფრიდ ბონი იგულისხმა. კოტდივუარელი 2015 წლის იანვარში აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას და უელსელებს პრემიერლიგაში ვერ დაეხმარება.

"შეკრული გუნდი გვყავს და მხოლოდ ბონის გოლებზე არ ვართ დამოკიდებულები. სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომელთაც შეუძლიათ ბევრი გოლი გაიტანონ და კლუბს წარმატება მოუტანონ. კარგი გუნდი გვყავს, თუმცა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ, რათა გარკვეული პოზიციები გავაძლიეროთ." - განაცხადა მონქმა.

შესაძლოა ითქვას, რომ სუონსელთა თავკაცმა გუნდის ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ დამუშავებაზე იზრუნა. ბონიმ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა და უელსელთა უდაო ლიდერია.

0.12332