სტამბულის "გალათასარაის" ფინანსური პრობლემების გამო, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფლეიმეიქერის ვესლი სნეიდერის გუნდიდან წასვლის შესახებ ბოლო დროს ბევრი ინფორმაცია ვრცელდება.
ინგლისური მედია სნეიდერს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "საუთჰემპტონს" უკავშირებს. "წმინდანების" თავკაცმა ჰოლანდიელმა რონალდ კუმანმა "გალათასარაის" ფეხბურთელისადმი ინტერესი დაადასტურა, თუმცა იქვე დასძინა, რომ კლუბი მას მაღალ ანაზღაურებას ვერ მისცემს.
30 წლის ნახევარმცველი თურქულ კლუბში კვირაში 90 000 ფუნტ სტერლინგს იღებს, "გალათასარაი" კი მის ტრანსფერში 9 მილიონ გირვანქას ითხოვს. დიდი ალბათობით, სნეიდერის ერთადერთი რეალური მყიდველი "მანჩესტერ იუნაიტედია" და შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლუის ვან გაალმა თანამემამულე გუნდში მიიწვიოს.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა საკლუბო დონეზე 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლთან ერთად ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.