ფეხბურთი

13:11 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ და ქართველებმა ბაქოური დერბი მოიგეს

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-17 ტურში, კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” დედაქალაქურ დერბიში თავის მოედანზე “ნეფთჩის” 2:1 მოუგო და უშუალო კონკურენტს 2 ქულით გაასწრო.

ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა გამარჯვებულებში სრულად ითამაშა. ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, ხოლო მეკარე გიორგი ლომაია თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა. მცველი ლაშა სალუქვაძე 18-კაციან განაცხადში არ იყო. თავად კახა ცხადაძე დისკვალიფიცირებულია და ამიტომ, შეგირდებს ე.წ. “ტექნიკური ზონიდან” ვერ ხელმძღვანელობდა.

“ინტერს” 28 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა. ბაქოელები პირველ ადგილზე მყოფ აგდამის “ყარაბაღს” 3 ქულით ჩამორჩებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115191