როგორც NBA.com იუწყება, “ბოსტონიდან” “დალასში” რაჟამ რონდო და დვაიტ პაუელი გადავიდნენ. საპასუხოდ, “დალასიდან” “ბოსტონში” ბრენდან ვრაითი, ჯო კრაუდერი და დამირ ნელსონი გადაბარგდნენ, ასევე “დალასმა” ბოსტონელებს 2015 წლის დრაფტის პიკის პირველი პოზიცია და 2016 წლის დრაფტის პიკის მეორე პოზიცია დაუთმო.
ამ გაცვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი რაჟან რონდოს ტრანსფერია. ის 2006 წლიდან “ბოსტონ სელტიკსში” თამაშობდა, სადაც 2008 წელს NBA-ს ჩემპიონიც გახდა. 28 წლის გამთამაშებელმა “ბოსტონის” მაისურით 527 მატჩი ჩაატარა (474 სასტარტოში) მისი საშუალო მონაგარი გახლავთ 11 ქულა, 9.2 პასი, 4.7 მოხსნა და 2 ჩაჭრა. რონდო “ოლ სტარის” 4-გზის მონაწილეა.