ფეხბურთი

12:23 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას “ვიტესის” კაპიტნობა ეამაყება

ქართველმა მცველმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის საფეხბურთო თასის 1/8-ფინალში სტუმრად ამსტერდამის “აიაქსის” დამარცხების (4:0) შემდეგ განაცხადა, რომ არნემის “ვიტესის” კაპიტნობით ამაყია.

“ამსტერდამ არენაზე” თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ბიჭებმა დიდი სამუშაო გასწიეს. თითოეულმა მათგანმა იბრძოლა და ერთმანეთს მხარში ედგა. მე ძალიან ამაყი ვარ. შემიძლია მათ მხოლოდ მივულოცო. ბოლო კვირებში საქმე სათანადოდ არ მიდიოდა და ამ საკითხზე გასახდელში ვიმსჯელეთ. კარგ ხასიათზე არ ვიყავით, ხოლო “აიაქსთან” მატჩში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

ეს დაუჯერებელია. ჩვენ ეს დონე უნდა შევინარჩუნოთ. “გრონინგენთან” და “ტვენტესთან” კარგი განწყობით ვითამაშეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. მეამაყება, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ” – განაცხადა “აიაქსთან” თამაშის შემდეგ კაშიამ Fox Sports-თან საუბარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122727