კალათბურთი

11:57 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ “მილუოკს” მოაგებინა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” გასვლით მატჩში “საკრამენტო კინგზი 108:107 დაამარცხა. ქართველი ცენტრი სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა, ფაჩულიამ პარკეტზე 26 წუთი დაჰყო. მატჩის დასრულებამდე 10 წამი იყო დარჩენილი, ანგარიში საყაიმო გახლდათ 107:107, “მილუოკის” გამთამაშებელმა ჯარედ დადლიმ 3-ქულიანი ისროლა, თუმცა კალათმა ბურთი არ მიიღო და ამ დროს, ფარქვეშ ზაზამ 3 მეტოქეს აჯობა, ბურთი მოხსნა და მოწინააღმდეგეს სასროლი ჯარიმები გამოსტყუა. ცენტრმა 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა და თავისი გუნდი წინა გაიყვანა. “საკრამენტოს” 6 წამიღა ჰქონდა დარჩენილი, დემარკუს კაზნსმა 2-ქულიანი ისროლა, მაგრამ უშედეგოდ. კაზინზი “მილუოკთან” მატჩში” დაუბრუნდა პარკეტს, მას ვირუსი ჰქოდნა.

ზაზამ გუნდს 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ფაჩულიამ 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

რომ არა ზაზა ფაჩულიას მოხსნა და შემდეგ საჯარიმო სროლის გამოყენება, არავინ იცის რა ანგარიშით დასრულდებოდა მატჩი, ამიტომაც როგორც კი მატჩის საფინალო სირენა გაისმა, “მილუოკელთა” მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი ზაზას ჩაეხუტა.

ზაზა ფაჩულიამ “მილუოკს” მე-14 გამარჯვება მოუტანა. გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებს.

https://www.youtube.com/watch?v=RQsWwmBRxtE

0.120183