ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა თეო უოლკოტმა სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით გაიარა და შესაძლოა 21 დეკემბერს "ლივერპულის" წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩში მონაწილეობა მიიღოს.
25 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა საზარდულის ტრავმა ნოემბერში სანაკრებო შესვენების დროს მიიღო და მას შემდეგ "მეთოფეთა" ლაზარეთში იმყოფებოდა. არსენ ვენგერი აღნიშნავს, რომ თავდამსხმელმა ვარჯიში უკვე განაახლა.
მიმდინარე სეზონში ტრავმებით გაწვალებულმა ინგლისელმა მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ბუნებრივია მცირე სათამაშო დროის გამო თავი ვერ გამოიჩინა.