ფეხბურთი

3:11 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის გოლი და სენსაციური “ვიტესი” “ამსტერდამ არენაზე”

სენსაციურად დასრულდა ჰოლანდიის თასის მერვედფინალური მატჩი, რომელშიც ამსტერდამის "აიაქსი" არნემის "ვიტესთან" 0:4 განადგურდა, 1 გოლი კი ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა ფრან დე ბურმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, თუმცა, მოედანზე მე-2 შემადგენლობა ნამდვილად არ ჰყოლია, ამდენად, “ამსტერდამ არენაზე”, 35 835 მაყურებლის თვალწინ, სტუმართა დომინირება მოულოდნელი იყო.

პირველ ტაიმში ვიტესის მხრიდან თავი ბურკინა ფასოელმა ტრაორემ და მაროკოელმა ლაბიადიმ გამოიჩინეს, მე-2 ნახევარში ტრაორემ კიდევ ერთხელ შეაგდო, საბოლოო ანგარიში კი მე-60 წუთზე ყაზაიშვილმა დააფიქსირა, როდესაც საჯარიმოში რამდენიმე მეტოქეს გაუსწორდა და დიედიენკ ბურს ახლო მანძილიდან გაუტანა.

ცნობისთვის, ვაკომ, ისევე, როგორც არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

ამ დროისთვის, ვიტესის გარდა, ჰოლანდიის თასის მეოთხედფინალში “ზვოლე”, “კამბუური”, “ტვენტე”, “ალკმაარი”, “გრონინგენი” და “ექსელსიორი” არიან გასულნი, მერვედფინალის ბოლო მატჩი კი 20 დეკემბერს შედგება: “როდა” პსვ-ს უმასპინძლებს.

ყაზაიშვილის გოლი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.150711