მიმოხილვა

2:23 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვარჯიშები სატიტულო შეხვედრამდე

იტალიის სერია A-ს მე-16 ტური მისთვის უჩვეოლოდ, ხუთშაბათ დღეს დაიწყო. ამის მიზეზი იტალიის 2014 წლის სუპერთასის მატჩია, რომელიც ორშაბათს 22 დეკემბერს გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრის მონაწილე გუნდებმა ითამაშეს დადგენილ ვადებზე ადრე. “იუვენტუსი” “კალიარის” ეწვია, ხოლო მისმა მომავალმა მეტოქე “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “პარმა” მიიღო.

ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა “იუვენტუსმა” “კალიარისთან” ადვილი სამი ქულა მოიპოვა. ტურინულ გუნდს ბოლო ორი მატჩი ვერ მოეგო და მორიგი წაფორხილების უფლება არ ჰქონდა. შეხვედრა ტურინელებმა აქტიურად დაიწყეს და დაწინაურება უკვე მე-3 წუთზე მოახერხეს. არტურო ვიდალის მიერ საჯარიმოში ჩაბრუნებული ბურთი მეკარე კრანიომ უხერხულად ცხვირწინ მოიგერია და ყველაზე ადრე სიტუაციაში არგენტინელი კარლოს ტევესი გაერკვა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მეათე გოლი გაიტანა. “იუვემ” ანგარიშის გაორება მალევე შეძლო. მე-15 წუთზე უკვე არტურო ვიდალმა აიღო კუნძულელთა კარი. ჩილელმა საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაარტყა და საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში “ბებერმა ქალბატონმა” ანგარიშს გამანადგურებული სახე მისცა. ანდრეა პირლოს დიდებული გადაცემის შემდეგ ესპანელმა ფერნანდო ლორენტემ ბურთი მცველთან ჭიდილში და კართან ზურგით მდგომმა მიიღო, ადვილად შემოტრიალდა და ანგარიში 0:3 გახადა. ერთადერთი რაც სარდინიულმა გუნდმა შეძლო 65-ე წუთზე პრესტიჟის გოლის გატანა გახლდათ. სტანდარტული სიტუაციის დროს შეტევაში ჩართულმა ცენტრალუმა მცველმა როსეტინიმ საჰაერო ორთაბრძოლის დროს ყველას აჯობა და ანგარიში დაასველა. საბოლოოდ შეხვედრა ასეც დასრულდა. ამ გამარჯვებით “იუვენტუსმა” მდევარ “რომასთან” ქულათა სხვაობა მინიმუმ 2 დღით 4 ქულამდე გაზარდა, ხოლო “კალიარი” ისევ გასავარდნ ზონაში დარჩა.

დღის მეორე შეხედრაში როგორც ზემოთ მოგახსენეთ “ნაპოლიმ” “პარმას” უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა კოლოსარული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ბედი პირველ ნახევარ საათში გადაწყდა. ჯერ მე-19 წუთზე კოლუმბიელმა დიუვან ძაპატამ იხეირა, რომელიც მოულოდნელად გონსალო იგუაინის ნაცვლად გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში. ძაპატამ კრისტიან მაჯოს საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ მცველები ფიზიკურ ორთაბრძოლაში დაჩაგრა და ზუსტად დაარტყა. აღსანიშნავია ეს იყო ახალგაზრდა ფორვარდის მეოთხე გოლი მეხუთე ჩატარებულ შეხვედრაში. “აძურიმ” 11 წუთის შემდეგ ანგარიშს უფრო დამაჯერებელი სახე მისცა. 30-ე წუთზე ხოსე კალეხონის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად დრის მერტენსმა აქცია. ბელგიელმა მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა გამარჯვებამდე საქმე მშვიდად მიიყვანეს და მოპოვებული სამი ქულით მე-3 პოზიციაზე აინაცვლეს. “პარმა” კი ისევ ბოლო საფეხურზე იმყოფება.

“კალიარი” – “იუვენტუსი” 1:3 (0:2)

კალიარი, “სანტ ელია”

“კალიარი” (4-4-1-1): კრანიო; ბენედეტი (დონსა 46), ჩეპიტელი, კაპუანო, როსეტინი; ბალცანო, კონტი, ეკდალი, აველარი; კოსუ; იბარბო (რანჯელი 75)

მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ოგბონა, კიელინი, ევრა; მარკიზიო, პირლო, ვიდალი; პერეირა (პადოინი 81); ტევესი (ჯოვინკო 86), ლორენტე (მორატა 73)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ტევესი (3), 0:2 ვიდალი (15), 0:3 ლორენტე (51), 1:3 როსეტინი (65)

გაფრთხილებები: როსეტინი (33), კაპუანო (49), აველარი (69), ჩეპიტელი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (2) - 14 (8) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 8:6 გაფრთხილებები: 4:0

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“ნაპოლი” – “პარმა” 2:0 (2:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ენრიკე, ბრიტოსი, გულამი; ლოპესი, გარგანო; კალეხონი (ჟორჟინიო 78), ჰამშიკი, მერტენსი (დე გუზმანი 65); ძაპატა (იგუაინი 70)

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

“პარმა” (4-3-3): მირანტე; სანტაკროჩე (მენდესი 77); პალეტა, ლუკარელი, გობი; მაური, გალოპა (ლოდი 58), აკქუა; კასანო, პალადინო, დე ჩელიე (რისპოლი 46)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 ძაპატა (19), 2:0 მერტენსი (30, პენ)

გაფრთხილებები: ბრიტოსი (48) - გობი (30), გალოპა (35), სანტაკროჩე (46), მენდესი (82)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (7) - 3 (1) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 3:2 გაფრთხილებები: 1:4

მსაჯი: მარკო დი ბელო

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 10 გოლი, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 8 გოლი, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 8, ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) – 8, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 7, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 7, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 7.

თეგებისერია A
0.193996